პორტუგალიაში შტორმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

29.01.26 10:36
პორტუგალიაში შტორმის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა

პორტუგალიაში შტორმის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ქარიშხალმა "კრისტინმა" ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში წყალდიდობა, მეწყერი და მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.

ქარიშხლის შედეგად ქვეყნის უმეტეს რეგიონში სკოლები დაიხურა, შენობები დაზიანდა და ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად შეფერხდა.

E-Redes-ის ცნობით, 850 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

პორტუგალიის შემდეგ შტორმმა "კრისტინმა" ესპანეთში გადაინაცვლა - სადაც დაიკეტა სკოლები, გზები და რკინიგზის ხაზები, ხოლო ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.