დაე კიევში მოვიდეს - ზელენსკის საჯარო მიწვევა პუტინს

30.01.26 14:12
დაე კიევში მოვიდეს - ზელენსკის საჯარო მიწვევა პუტინს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს მოსკოვში იწვევს - როგორც ზელენსკის განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტთან მოსკოვში შეხვედრა მისთვის შეუძლებელია.

„რა თქმა უნდა, პუტინთან ჩემი მოსკოვში შეხვედრა შეუძლებელია. ეს იგივეა, რაც პუტინთან შეხვედრა კიევში. შემიძლია მისი კიევში მოწვევა; დაე, მოვიდეს. საჯაროდ ვიწვევ, თუ გადაწყვეტს, რა თქმა უნდა“, - თქვაზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას სურს ომის რეალურ დასრულებაზე კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევა, შეხვედრა, რომელიც შეიძლება იყოს პროდუქტიული, არსებული საკითხების განხილვა და მათი მოგვარება.

ამასთან, მისი თქმით, ლიდერებს შორის შეხვედრის ნებისმიერი რეალური ფორმატი მისაღებია უკრაინული მხარისთვის.

„მაგრამ თუ ვინმეს არ სურს შეხვედრა და რაიმე მიზეზით პირდაპირ ვერ ამბობს ამას, მაშინ მოსკოვში მიწვევა ჟღერდება. გასაგებია, რა ხდება.

ყოველთვის ვამბობდი: მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის, ომის დასრულების საკითხზე. თუმცა, მოსკოვსა და ბელარუსში ეს უბრალოდ შეუძლებელია და სრულიად ნათელია, თუ რატომ - რადგან ესენი არიან სახელმწიფოები, რომელთაგან ერთი აგრესორია, რომელმაც დაიწყო და აწარმოებს ომს ჩვენს წინააღმდეგ, გვხოცავს, ხოლო მეორე ქვეყანა მისი პარტნიორია ამ ქმედებებში,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.