ბაქოში ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო ლიდერების განაჩენი გამოცხადდა

05.02.26 18:47
ბაქოში ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო ლიდერების განაჩენი გამოცხადდა

ბაქოს სამხედრო სასამართლომ მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ ლიდერებს განაჩენი გამოუტანა.

სამუდამო პატიმრობა მიესაჯათ:

  • თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტს, არაიკ არუთუნიანს;
  • არაღიარებული რესპუბლიკის არმიის ყოფილ მეთაურს, ლევონ მნაცაკანიანს;
  • არაღიარებული რესპუბლიკის არმიის ყოფილი მეთაურის მოადგილეს, დავით მანუკიანს;
  • თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით იშხანიანს;
  • თვითაღიარებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, დავით ბაბაიანს.

რაც შეეხებათ თვითაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტებს, არკადი ღუკასიანს და ბაკო საჰაკიანს, მათ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, რადგან, აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, ბრალდებულებს, რომლებიც განაჩენის გამოტანის დროისთვის 65 წლისები არიან, სამუდამო პატიმრობა ვერ მიესჯებათ.

საქმეში 15 ბრალდებულია. ყველა მათგანი 2023 წელს დააკავეს. მათ აგრესიული ომის მომზადებასა და წარმოებაში, ომის კანონებისა და წესების დარღვევაში, გენოციდში, ტერორიზმის დაფინანსებაში, ძალაუფლების ძალადობრივ ხელში ჩაგდებასა და მკვლელობებში ედებათ ბრალი.

ცალკე განიხილება თვითაღიარებული ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის, რუბენ ვარდანიანის საქმე. მასაც სამუდამო პატიმრობა ემუქრება.