მედია: მოსკოვში ГРУ-ს უფროსის მოადგილეს ესროლეს

06.02.26 12:35
მედია: მოსკოვში ГРУ-ს უფროსის მოადგილეს ესროლეს

მოსკოვში ГРУ-ს უფროსის პირველ მოადგილეს ესროლეს - როგროც მედია იუწყება, ვლადიმირ ალექსეევს ცეცხლი უცნობმა  პირებმა მაშინ გაუხსნეს, როცა სახლიდან გამოდიოდა. 

გამოცემა SHOT-ის ცნობით, ალექსეევი მძიმე მდგომარეობაშია და ექიმები მისი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. 

ტელეგრამ არხი Mash-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცავები მას ამ დრომდე ეძებენ.