მედია: თავდასხმა ГРУ-ს უფროსის მოადგილეზე - რუსეთმა ეჭვმიტანილი პირი დააკავა
თავდასხმა ГРУ-ს უფროსის მოადგილეზე - რუსეთმა ეჭვმიტანილი პირი დააკავა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ფლობის ბრალდებით.
„კომერსანტის“ ცნობით, დაკავებული უკვე დაკითხვაზეა, ხოლო წინასწარი პატიმრობის შესახებ მოსმენა კვირას, 8 თებერვალს არის მოსალოდნელი.
Telegram-ის არხები Mash-ი და Baza აცხადებენ, რომ პირი, ვინც გენერალ ვლადიმირ ალექსეევს ესროლა, „დუბაიდან ჩამოიყვანეს“.
Telegram-ის არხების ცნობით, დაკავებულია თანამზრახველიც. ეჭვმიტანილის ვინაობის ან თავდასხმის სავარაუდო ორგანიზატორების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს.
რაც შეეხება გენერლის მდგომარეობას, მას ოპერაცია ჩაუტარდა და უკვე გონს მოვიდა.