ვაშინგტონში დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრა გაიმართება
ვაშინგტონში დონალდ ტრამპის „მშვიდობის საბჭოს“ შეხვედრა გაიმართება.
CNN-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციამ 19 თებერვლისთვის დაგეგმილი „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტის მოსაწვევები უკვე გააგზავნა.
„მშვიდობის საბჭოს“ მისიას მთელ მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მოგვარება წარმოადგენს.
ცნობისთვის, „მშვიდობის საბჭოს“ წესდების ხელმოწერის ცერემონია გასულ თვეში, დავოსში გაიმართა. ამჟამად საბჭოს შემადგელობაში 27 სახელმწიფო შედის.