ჯეი დი ვენსი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა

10.02.26 09:51
ჯეი დი ვენსი დღეს აზერბაიჯანს ეწვევა

სომხეთში ვიზიტის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დღეს აზერბაიჯანში ჩავა. ვენსი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანში  მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება. 

ვიცე-პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანში ჩავა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ეკონომიკურ საკითხებში ჯეიკობ ჰელბერგი.

  • ცნობისთვის, ჯეი დი ვენსი სომხეთში იმყოფება, სადაც ის გუშინ ჩავიდა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. გუშინ აშშ-მა და სომხეთმა ბირთვული ენერგიის მშვიდობიანი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელსაც ჯეი დი ვენსმა და ნიკოლ ფაშინიანმა მოაწერეს ხელი.