სროლა კანადის ერთ-ერთ სკოლაში - დაღუპულია 10 ადამიანი

11.02.26 10:15
სროლა კანადის ერთ-ერთ სკოლაში - დაღუპულია 10 ადამიანი

სროლა იყო კანადის ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში, ტამბლერ რიჯის საშუალო სკოლაში - დაღუპულია  10 ადამიანი, 25-ზე მეტი კი დაშავდა.

როგორც მედია კანადის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყებიან, დაღუპულთა შორისაა თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირიც.

პოლიციამ ეჭვმიტანილის ვინაობა დაადგინა, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება. პოლიცია კომენტარს არც შესაძლო მოტივზე აკეთებს.