"შემდეგი ჩვენ ვართ" - რუსი პროპაგანდისტი დუგინი ირანის მოვლენებზე

01.03.26 16:21
"შემდეგი ჩვენ ვართ" - რუსი პროპაგანდისტი დუგინი ირანის მოვლენებზე

ალექსანდრ დუგინი, რომელსაც „რუსული სამყაროს“ ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად მიიჩნევენ, ირანში რეჟიმის ლიკვიდაციის შემდეგ პოსტების მთელი სერია გამოაქვეყნა. ის დარწმუნებულია, რომ შემდეგი სამიზნე რუსეთი იქნება. თავისი მოსაზრება დუგინმა Telegram-ის პირად ბლოგში გააზიარა, იუწყება Dialog.UA.

ირანში უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფილოსოფოსმა დაწერა: „რუსეთისთვის ბოლო ზარი დაირეკა“.

მისი პროგნოზით, ირანული სცენარი კრემლისთვისაც განმეორდება.

„ვფიქრობ, სტრატეგია, რომელიც ქმნიდა ილუზიას, რომ რუსეთში ყველაფერი წესრიგშია და მშვიდობიანი ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, ამოიწურა. შემდეგი ჩვენ ვართ… გლობალურად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გაძლებს КСИР. თუ ირანი შეინარჩუნებს პოზიციებს, ყველაფერი შეიძლება უკუღმა წავიდეს. თუ ჩამოიშლება, შემდეგი ჩვენ ვიქნებით,“ — განაცხადა Z-ფილოსოფოსმა.

დუგინმა აღფრთოვანება გამოხატა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებისა და სწრაფი მოქმედების მიმართ, თუმცა ირანული რეჟიმის ლიკვიდაციის გამო მას „სუფთა ბოროტება“ უწოდა.

მან კრემლს დაუყოვნებლივი მილიტარიზაცია, მასშტაბური საკადრო როტაციები და მობილიზაცია მოსთხოვა, რასაც, მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლება „არ სურს გააკეთოს“. ასევე მოუწოდა, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას „კატეხონის მახვილი“ ეწოდოს და გამოთქვა რწმენა, რომ ამის შემდეგ „ყველაფერი სხვაგვარად წავა“ და რუსეთი გამარჯვებას დაიწყებს.

დუგინი ასევე დაინტერესდა, რა მოხდება, თუ დასავლეთი მსგავსი ოპერაციას რუსეთშიც გაიმეორებს და ვლადიმირ პუტინს მოკლავს.

„მაპატიეთ ჩემი თავხედობა და დავსვამ აშკარა კითხვას: მზად ვართ მსგავსი სცენარისთვის? გვაქვს მოქმედების პროტოკოლი? გვაქვს მყარი კონსტრუქცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში რუსეთს შეინარჩუნებს?“ — კითხულობს Z-ფილოსოფოსი.