საჰაერო ძალები: ისრაელი ირანსა და ლიბანში სამიზნეებს ბომბავს

03.03.26 10:10
საჰაერო ძალები: ისრაელი ირანსა და ლიბანში სამიზნეებს ბომბავს

ისრაელის საჰაერო ძალების ცნობით, ამჟამად ისრაელის საჰაერო ძალები ირანსა და ლიბანში სამიზნეებს ბომბავენ - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„საჰაერო ძალებმა ირანის ტერორისტული რეჟიმისა და „ჰეზბოლას“ ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ დარტყმების ფართომასშტაბიანი ტალღა დაიწყეს“, - აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

  • მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანში ათობით ლოკაციის, მათ შორის ბეირუთის სამხრეთით მდებარე ორი უბნის, მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს.

ისრაელელმა სამხედროებმა დღეს ასევე შეუტიეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობასაც. 

ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის ხელმძღვანელმა პეიმან ჯებელიმ აღნიშნა, რომ ტელევიზიის შტაბ-ბინა აშშ-სა და ისრაელის სამიზნე გუშინ და ივნისში 12-დღიანი ომის დროსაც გახდა.

ჯებელიმ განაცხადა, რომ „მიღებული ზომების გამო, მაუწყებლობა ჩვეულებრივად გრძელდება“.