IAEA ადასტურებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ნათანზის ბირთვული ობიექტის შენობები დაზიანდა

03.03.26 15:37
IAEA ადასტურებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად ნათანზის ბირთვული ობიექტის შენობები დაზიანდა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ადასტურებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ბოლო სერიული დარტყმების შედეგად ნათანზის ქალაქში მდებარე ბირთვული ობიექტის რამდენიმე შენობა დაზიანდა.

სააგენტო X-ზე წერს, რომ თავად ქარხანას დამატებითი დაზიანება არ მიუღია. ამასთან, როგორც სააგენტო აღნიშნავს,  "რადიაციის გავრცელების თვალსაზრისით რაიმე შედეგი მოსალოდნელი არ არის".

„თანამგზავრული უახლესი ფოტოების საფუძველზე, ატომურმა სააგენტომ ახლა უკვე დაადასტურა ირანის მიწისქვეშა ნათანზის საწვავის გამდიდრების ქარხნის (FEP) შესასვლელი შენობების ბოლოდროინდელი დაზიანება“, - ნათქვამია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს X სოციალურ მედია პლატფორმაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

თავდაპირველად ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების სამიზნე ნათანზის ბირთვული ობიექტი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელჩმა, რეზა ნაჯაფიმ გაავრცელა.