ალიევის პირველი გამოხმაურება: ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა - დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი
ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმას ეხმაურება - ალიევრმა უშიშროების საბჭოს დაგმო ირანის ქმედება და განაცხადა, რომ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტსა და აგრესიას აზერბაიჯანი არ შეეგუება.
ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაევალათ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება“, - განაცხადა ალიევმა.
დღეს ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ. ირანის სახელმწიფომ უპილოტო საფრენი აპარატები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისკენ გაისროლა. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო. აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯ ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მისცენ ახსნა-განმარტება, უნდა მოიხადონ ბოდიში და ამ ტერორისტული აქტის ჩამდენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტსა და აგრესიას არ შევეგუებით“, - აღნიშნა ალიევმა.
მისი თქმით, ისინი, ვინც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ინანებენ.
აზერბაიჯანი იცავს და დაიცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას - განაცხადა ალიევმა.
„ის უსინდისო ადამიანები, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ამას ინანებენ. ისინი, ვინც ერთხელ ჩვენი ძალის გამოცდა სცადა, რკინის მუშტით განადგურდნენ; დღევანდელი ინციდენტიც იგივე შედეგს მოიტანს.
ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ისევე, როგორც სომხეთის ოკუპაცია დავასრულეთ, მზად ვართ, ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს“, - განაცხადა ალიევმა.“, - განაცხადა ალიევმა.
- ირანმა ნახიჩევანზე დრონებით იერიში მიიტანა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია APA ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ირანულმა დრონმა ნახიჩევანის აეროპორტს დაარტყა.
აზერბაიჯანული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც.
ირანიდან გადასროლილი დრონების გამო, აზერბაიჯანი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას აანონსებს. ირანის ელჩი უკვე დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.