16 ახალი დაღუპული - მიანმარში სისხლიანი პროტესტი გრძელდება

მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს კიდევ 16 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. მიანმარში დღეს „შეიარაღებული ძალების დღეს“ აღნიშნავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ სატელევიზიო მიმართვაში სამხედრო გენერალმა მინ ან ჰლაინმა განაცხადა, რომ სამხედროები ქვეყანაში დემოკრატიას და ადამიანებს იცავენ და მშვიდობიანობის აღდგენას ცდილობენ.ჰლაინმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდება, თუმცა არჩევნების ჩატარების თარიღი არ დაუსახელებია.
აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარში სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს საბანკო აქტივები გაუყინა და ვიზაზე შეზღუდვები დაუწესა.
პოლიტპატიმრების ასოციაციის ინფორმაციით, მიანმარში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯამში პროტესტის 328 მონაწილე დაიღუპა. ორგანიზაციის მონაცემებით, მათი მეოთხედს შუბლში დამიზნებით ესროლეს.