ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევაზე: დიდი შეცდომა დაუშვეს

09.03.26 23:23
ტრამპი ირანის უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეის არჩევაზე: დიდი შეცდომა დაუშვეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის მიერ ახალი უზენაესი ლიდერის შერჩევის გამო უკმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

ვფიქრობ, დიდი შეცდომა დაუშვეს. არ ვიცი, გაძლებს თუ არა," - თქვა ტრამპმა. 

ცნობისთვის, ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეი აირჩია.

  • მოჯთაბა ხამენეი ირანში გავლენიან კულისურ ფიგურად ითვლება. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან და თეირანის ძალოვან სტრუქტურებთან.
  • მოჯთაბა ხამენეი ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, მეორე ვაჟია. 

მსგავსი სიახლეები