ირანში ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს - ვინ არის მოჯთაბა ხამენეი

09.03.26 10:19
ირანში ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს - ვინ არის მოჯთაბა ხამენეი

ირანის ექსპერტთა საბჭომ ქვეყნის ახალ უზენაეს ლიდერად მოჯთაბა ხამენეი აირჩია, – ამის შესახებ Fars News იუწყება.

მოჯთაბა ხამენეი ირანში გავლენიან კულისურ ფიგურად ითვლება. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან და თეირანის ძალოვან სტრუქტურებთან.

მოჯთაბა ხამენეი ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის, მეორე ვაჟია ასაკით უფროსებს შორის. იგი 1969 წელს მეშჰედში დაიბადა. მოგვიანებით მან თეოლოგია საკუთარი მამისა და სხვა გავლენიანი სასულიერო პირების ხელმძღვანელობით შეისწავლა და თავადაც სასულიერო პირი გახდა. ცნობილია, რომ 1987–1988 წლებში ირან-ერაყის ომში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს აშშ-მა მოჯთაბა ხამენეის სანქციები დაუწესა, როგორც პოლიტიკის ნაწილს, რომელიც ალი ხამენეისთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ იყო მიმართული. ვაშინგტონში აცხადებდნენ, რომ იგი დაკავშირებულია ირანში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებულ რეპრესიებთან

მსგავსი სიახლეები