ჩინეთის, აშშ-ის და რუსეთის ლიდერთა პირველი სამიტის შემდეგ 4-პუნქტიანი დეკლარაცია გავრცელდა
19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენში ჩინეთის, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების — სი ძინპინის, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა დაახლოებით საათ-ნახევარს გაგრძელდა.
სამიტის დასრულების შემდეგ პეკინმა და მოსკოვმა სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით ლიდერების ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს, რომელიც „მშვიდობის საკითხებს“ ეხება.
დეკლარაცია, რომლის სახელწოდებაა „მშვიდობის შესახებ“, კრემლის ვებგვერდზე განთავსდა.
დოკუმენტი ოთხი ძირითადი პუნქტისგან შედგება და მსოფლიოში სამი უდიდესი ბირთვული სახელმწიფოს ლიდერების პოზიციებს ასახავს.
დეკლარაციის პირველი პუნქტი გაეროს რეფორმირების აუცილებლობას ეხება. ლიდერების განცხადებით, ორგანიზაცია უფრო ეფექტიანად უნდა რეაგირებდეს გლობალურ გამოწვევებზე და სრულად შეესაბამებოდეს საკუთარ ფუნდამენტურ მისიას — საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
მეორე პუნქტში საუბარია ნავთობპროდუქტების წარმოებისა და მიწოდების გაზრდაზე „ყველა ქვეყნის საკეთილდღეოდ“. ამასთან, სამი ქვეყნის ლიდერი ხაზს უსვამს ენერგორესურსების სტაბილური მიწოდების მნიშვნელობას.
მესამე პუნქტი სახელმწიფო მოხელეებისა და ოფიციალური პირების იმუნიტეტის დაცვის საკითხს ეხება. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ და სხვა მსგავსმა ინსტიტუტებმა საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად არ უნდა გამოიყენონ.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბირთვულ უსაფრთხოებას. მეოთხე პუნქტში ლიდერები ადასტურებენ, რომ ბირთვულ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ასეთი ომი არასდროს უნდა დაიწყოს. ისინი ასევე აცხადებენ მზადყოფნას, აწარმოონ დიალოგი ბირთვული რისკების შემცირებისა და ბირთვული იარაღის გავრცელების აღკვეთის მიზნით.
აღსანიშნავია, რომ ოთხპუნქტიან დეკლარაციაში უკრაინაში მიმდინარე ომი საერთოდ არ არის ნახსენები, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ლიდერების მანამდე გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო.