"გავათავისუფლებ ან დავიპყრობ" - ტრამპი კუბაზე
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კუბასთან დაკავშირებით შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ამის შესახებ Telegram-არხი Clash Report იუწყება.
„მე ნამდვილად მჯერა, რომ შეიძლება მხვდეს პატივი კუბის დაპყრობის. ეს შესანიშნავი იქნებოდა. ეს დიდი პატივია. შემიძლია გავათავისუფლო ის ან დავიპყრო — ვფიქრობ, შემიძლია მასთან დაკავშირებით ყველაფერი გავაკეთო, რაც მინდა“, — განაცხადა ტრამპმა.
როგორც Reuters აღნიშნავს, კვირას, 15 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტმა ივარაუდა, რომ ვაშინგტონმა შესაძლოა უახლოეს პერიოდში მიაღწიოს შეთანხმებას კუბასთან ან მიიღოს სხვა გადაწყვეტილებები კუნძულის მიმართ. ტრამპმა არ გამორიცხა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარება საკმაოდ სწრაფად მოხდეს. მან ასევე დაამატა, რომ აშშ უკვე აწარმოებს კონტაქტებს ჰავანასთან.
„კუბასაც სურს შეთანხმების გაფორმება და ვფიქრობ, საკმაოდ მალე ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა“, — განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან Air Force One-ის ბორტზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ კუბის პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა მანამდე დაადასტურა აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყება. მისი თქმით, ქვეყანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.
„ეს მოლაპარაკებები მიზნად ისახავს დიალოგის გზით გადაწყვეტილებების მოძიებას იმ ორმხრივი უთანხმოებების მიმართ, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს“, — განაცხადა დიას-კანელმა ვიდეომიმართვაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.