რუმინეთის პატრიარქი დანიელი ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს

18.03.26 10:26
რუმინეთის პატრიარქი დანიელი ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს. შესაბამისი განცხადება რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით გავრცელდა.

"ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობები ჩვენი საყვარელი ქრისტესმიერი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ნეტარხსენებული ილია II-ის ამა სოფლიდან გარდასვლის შესახებ - ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის პატივცემული პიროვნება და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ისე განახლების პერიოდში სიბრძნით მწყემსავდა. 

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.

ამავდროულად, ვევედრებით ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, რომელიც არის "აღდგომა და სიცოცხლე" (იოანე 11, 25), რათა პატრიარქ ილია II-ის სულს თავის საყვარელ წმინდანთა სამყოფელში განუსვენოს, სადაც არ არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ ცხოვრება დაუსრულებელი.

დაე, იყოს მისი მარადიული ხსოვნა თაობიდან თაობამდე!". - წერია განცხადებაში.