კატარმა ირანელი ატაშეები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

19.03.26 10:15
კატარმა ირანელი ატაშეები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

კატარმა ირანის სამხედრო და უსაფრთხოების ატაშეები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

განცხადება კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

კატარმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ირანმა სარაკეტო შეტევა მიიტანა კატარის ერთ-ერთ უმსხვილეს, რას-ლაფანის სამრეწველო ცენტრზე, სადაც ნავთობის და გაზის ობიექტებია. კატარის მთავრობამ ირანის იერიშს სუვერენიტეტის დარღვევა და პირდაპირი საფრთხე უწოდა.

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანელი ატაშეები და მათი თანამშრომლები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მოსთხოვა, რომ 24 საათში ქვეყანა დატოვონ.