ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს

27.03.21 13:54
ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლ ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი განიხილეს. კრემლის ინფორმაციით, მხარეებს შორის სატელეფონო საუბარი სომხეთის ინიციატივით შედგა.

გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაციის განხილვისას ორი ქვეყნის ლიდერმა თქვა, რომ რეგიონში სიტუაცია სტაბილურია.რუსეთის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერმა სატელეფონო საუბრისას ენერგეტიკის სექტორსა და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზეც გაამახვილეს ყურადღება.