უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლთან თანამშრომლობის სკანდალზე პირველ განმარტებას აკეთებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო მედიაში მისი და რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის გავრცელების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.
მისი თქმით, უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ უცხოური სპეცსამსახურები, უნგრელი ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობით, მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ - "დღეს მათ ახალი "დიდი აღმოჩენა" გააკეთეს: დაამტკიცეს, რომ საჯაროდაც იმავეს ვამბობ, რასაც ტელეფონზე".
დიდი ხანია ცნობილია, რომ უცხოური სპეცსამსახურები, უნგრელი ჟურნალისტების აქტიური მონაწილეობით, ჩემს სატელეფონო საუბრებს უსმენენ. დღეს მათ ახალი "დიდი აღმოჩენა" გააკეთეს: დაამტკიცეს, რომ საჯაროდაც იმავეს ვამბობ, რასაც ტელეფონზე. კარგი ნამუშევარია!
უკვე ოთხი წელია ვამბობთ, რომ სანქციები წარუმატებელია და უფრო მეტ ზიანს ევროკავშირს აყენებს, ვიდრე რუსეთს. უნგრეთი არასდროს დათანხმდება იმ პირებისა თუ კომპანიების დასანქცირებას, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, მშვიდობის მიღწევისთვის, ან მათთვის, ვისაც სანქციების სიაში მოსახვედრად არანაირი საფუძველი არ გააჩნია.
თუმცა, მოსმენების სია სრული არ არის. მე ასევე რეგულარულად გავდივარ კონსულტაციებს არაერთი არაევროკავშირელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან სანქციებთან დაკავშირებულ საკითხებზე," - წერს სიიარტო.