"ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი" - დონალდ ტრამპი
"ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, "ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს".
პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა F-15-დან კატაპულტირებული ამერიკელი მფინავის გადარჩენის მისიაზე.
ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენ უკან არცერთ ამერიკელს არ ვტოვებთ. შეიძლება ერთის ან ორის ნაცვლად 100 ადამიანი დაგვეკარგა," - აღნიშნა ტრამპმა.