მედია: ირანის უზენაესმა ლიდერმა ბრძანება გასცა, რომ ყველა სამხედრო ქვედანაყოფმა ცეცხლი შეწყვიტოს
ირანის ყველა სამხედრო ქვედანაყოფმა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღო - CNN ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ შესაბამისი ბრძანება ირანის უზენაესმა ლიდერმა გასცა.
შესაბამისი განცხადება ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა.
„ეს ომის დასასრული არ არის, მაგრამ ყველა სამხედრო შტო უნდა დაემორჩილოს უზენაესი ლიდერის ბრძანებას და შეწყვიტოს ცეცხლი“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატები და ირანი ცეცხლის ორი კვირის განავლობაში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მანამდე დონალდ ტრამპმა ირანს შეთანხმების დასადებად დრო სამშაბათს, საღამოს 8 საათამდე (თბილისის დროით ოთხშაბათი, 4:00 საათი) მისცა.