ევროპული კომისია უნგრეთის მთავრობის გარშემო მიმდინარე სკანდალს გამოეხმაურა
ევროპული კომისია უნგრეთის მთავრობის გარშემო მიმდინარე სკანდალს გამოეხმაურა და მათ ხელისუფლებას მოუწოდა, “ნათელი მოჰფინოს, "უაღრესად შემაშფოთებელ" ცნობებს რუსეთისთვის ინფორმაციის შესაძლო გადაცემის თაობაზე.“
როგორც კომისიის პრესმდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აპირებს, ეს საკითხი ლიდერების დონეზეც წამოჭრას.
"ეს უაღრესად შემაშფოთებელია, და ხსენებულმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მოჰფინოს ნათელი თავის ნაბიჯებს" - დასძინა მან.
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ვიქტორ ორბანი ახალ სკანდალში ეხვევა. გამომძიებელი ჟურნალისტების ერთობლივმა ჯგუფმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სერგეი ლავროვის სატელეფონო საუბრის ახალი ჩანაწერი გამოაქვეყნეს. ირკვევაა, რომ პიტერ სიიარტო კრემლს ევროკაშირის კონფიდენციალურ დოკუმენტაციას აწვდიდა. სქემა ასეთი იყო. დოკუმენტებს უნგრეთი მოსკოვში მათ საელჩოს უგზავნიდა, საიდანაც პუტინის გუნდი ხელში ხვდებოდა.