ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება - ტრამპი

11.04.26 11:15
ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება - ტრამპი

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე მალე გაიხსნება. მისივე თქმით,  ირანს ჰორმუზის სრუტეში გავლისთვის გადასახადების დაწესების უფლებას არ მისცემს.

„სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ. მას სხვა ქვეყნები იყენებენ. ის საკმაოდ მალე გაიხსნება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან შეთანხმების მთავარი პრიორიტეტი მისი ბირთვული პოტენციალის შეზღუდვაა.

„არანაირი ბირთვული იარაღი. ეს შეთანხმების 99%-ია. ვნახოთ, რა გამოვა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.