ორბანის პარტიაში აღიარებენ, რომ “უნგრელი ხალხი დაიღალა და ახლა ცვლილებების დროა“

13.04.26 15:10
ორბანის პარტიაში აღიარებენ, რომ “უნგრელი ხალხი დაიღალა და ახლა ცვლილებების დროა“

ვიქტორ ორბანის პარტიაში აღიარებენ, რომ “უნგრელი ხალხი მათი მმართველობით დაიღალა და ახლა ცვლილებების დროა.“

ანდრეშ ლასლო, რომელიც ვიქტორ ორბანის სიით არჩეული ევროპარლამენტარია, უნგრეთის პრემიერის დამარცხების მიზეზებზე საუბრობს და პირდაპირ ამბობს, რომ არჩევენბში ოთხჯერ გამარჯვების შემდეგ, ხალხს უკვე ცვლილებები სჭირდებოდა და ამიტომაც ორბანის დამარცხება გარადაუვალი იყო.

ევროპარლამენტარმა რუსთეთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნშნა, რომ ნებისმიერ მთავრობას, რომელიც უნგრეთში იქნება ხელისუფლებაში, სჭირდება პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან.

იცით, ამომრჩევლებს აშკარად ცვლილებები სურდათ. პრემიერ-მინისტრი ორბანი ხელისუფლებაში 16 წლის განმავლობაში იყო. ჩვენ გვქონდა ზედიზედ ოთხი გამარჯვება არჩევნებში, რაც უნგრეთისთვის უპრეცედენტოა. მსგავსი შემთხვევები სხვა ქვეყნებშიც გვინახავს, მაგრამ არა უნგრეთში. ასე რომ, ეს ნამდვილად შევა უნგრეთის პოლიტიკის ისტორიის სახელმძღვანელოებში. თუმცა, ვფიქრობ, ხალხი დაიღალა. მათ სურთ ცვლილებები გარკვეულ პოლიტიკურ მიმართულებებში. და რა თქმა უნდა, რასაც მთელ ევროპაში ვხედავთ, არის ის, რომ ცხოვრების ხარჯების კრიზისი ყველა ქვეყანაში იყო. მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია, არჩევნების დროს ყოველთვის რთული პერიოდი დგება და ამჯერად ეს ჩვენს წინააღმდეგ იმუშავა. იცით, თუ გადავხედავთ უნგრეთს, ოპოზიციური პარტიები ათწლეულების განმავლობაში ყოველთვის ანტი-რუსულ პოზიციას იკავებდნენ, რადგან ეს პოპულარული პოზიცია იყო. მაგრამ რეალობა ისაა, რომ მატერიალურად ჩვენ ვართ რეგიონში გერმანიას, რუსეთსა და თურქეთს შორის. ჩვენი დამოკიდებულება ეკონომიკურად ძალიან ძლიერია და, შესაბამისად, ნებისმიერ მთავრობას, რომელიც უნგრეთში იქნება ხელისუფლებაში, სჭირდება პრაგმატული ურთიერთობა რუსეთთან. მე არ ვფიქრობ, რომ ეს ბატონი ორბანისთვის დასასრულია. ჩვენ გუშინ საღამოს ვიხილეთ მის მიმართ ძალიან, ძალიან ძლიერი სოლიდარობა, მიუხედავად არჩევნებში დამარცხებისა. ვფიქრობ, „ფიდესი“ კვლავ ძალიან ძლიერი პარტიაა. ჩვენ მთავრობიდან ხმების 38% მივიღეთ. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო, მაგრამ ამავდროულად, ვფიქრობ, ეს იყო ისტორიული მომენტიც, რადგან ყველა ყოფილი კომუნისტური პარტია, სოციალისტური პარტიები, მწვანეები, ყველა გაქრა უნგრეთის პარლამენტიდან. ასე რომ, ეს არა მხოლოდ ახალი მთავრობაა, არამედ ეს არის სრულიად ახალი ოპოზიციაც უნგრეთში, - ამბობს ლასლო.