ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა

27.03.21 20:03
 ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ალექსანდრ ტუპიცკი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ზელენსკის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ დანიშნული უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული მოსამართლეები, რომლებიც განაგრძობენ თავიანთი უფლებამოსილების განხორციელებას, საფრთხეს უქმნიან უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას და ეროვნულ უსაფრთხოებას, - ნათქვამია პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

ალექსანდრ ტუპიცკი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფილმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა 2013 წელს დანიშნა.

მსგავსი სიახლეები