ჯეი დი ვენსის პაკისტანში ვიზიტი გაუქმდა
ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის დაგეგმილი ვიზიტი გაუქმდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს და წერს, რომ ფაქტი თეთრმა სახლმა დაადასტურა.
„პირადი შეხვედრების შესახებ ნებისმიერ დამატებით ინფორმაციას თეთრი სახლი გამოაცხადებს“, - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
ვიზიტი გაუქმებას წინ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება უსწრებდა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელებას დათანხმდა.