ვენეციის ბიენალეს ჟიურის წევრები გადადგნენ
ბიენალეს საერთაშორისო ფორუმი ჟიურის თავმჯდომარემ და ოთხმა წევრმა დატოვა. ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად არის დადასტურებული, მაგრამ მედიაში ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა ცნობები მიზეზების შესახებ.
ეს ხდება ბიენალეს გახსნამდე ცხრა დღით ადრე. წელს ხელოვნების და არქიტექტურის 61-ე გამოფენას ბრაზილიელი სოლანჟ ფარკასი ხელმძღვანელობდა. ერთი კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ჟიურის წევრებმა გადაწყვიტეს ჯილდოების პრეტენდენტებად არ განეხილათ ნამუშევრები იმ ქვეყნებიდან, რომელთა ლიდერებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბრალს სდებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. ამ ფაქტს მოჰყვა კრიტიკაც, ახლა კი გაირკვა, რომ ჟიურის წევრებმა ბიენალე დატოვეს.
ვენეციის ბიენალეს ხელმძღვანელობას საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილება არ გაუკრიტიკებია, ხაზი მის დამოუკიდებლობას გაუსვა და გადაწყვიტა, რომ ბიენალეს ისტორიაში პირველად, კონურსის გამარჯვებულებს დამთვალიერებლები გამოავლენენ. თითოეული ბილეთის მფლობელს ერთი ხმის უფლება ექნება.