დრონებით შეტევა რუსეთის ტუაფსეს საზღვაო ტერმინალზე - ხანძარს 41 ერთეული ტექნიკით აქრობენ
რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეს საზღვაო ტერმინალზე დრონებით შეტევა იყო, სადაც ისევ ხანძარია.
კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის მიერ 1 მაისს გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარს 128 ადამიანი აქრობს 41 ერთეული ტექნიკით. შტაბი ირწმუნება, რომ დაშავებულები არ არიან.
ეს 16 აპრილიდან ტუაფსეს ნავთობობიექტებზე უკვე მეოთხე შეტევაა.