სიბიგა ე.წ. 9 მაისის ზავის შესახებ: რუსების მორიგი მანიპულაცია და პიარ-აქციაა

01.05.26 19:32
სიბიგა ე.წ. 9 მაისის ზავის შესახებ: რუსების მორიგი მანიპულაცია და პიარ-აქციაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგას განცადებით, უკრაინას “9 მაისის ცეცხლის შეწყვეტაზე“ არანაირი წინადადება არ მიუღია, ეს რუსების მორიგი მანიპულაცია და პიარ-აქციაა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, კრემლის განცხადებები რუსების მორიგი მცდელობაა, ამერიკელებს მოაწონონ თავი.

„ეს რუსების მორიგი მცდელობაა თავი მოაწონონ ამერიკელებს. აჩვენონ „კონსტრუქციულობის რაღაც ელემენტი“. უკრაინის პრეზიდენტმა მკაფიოდ თქვა, რომ დღეისთვის უკრაინულ მხარეს მათგან არანაირი წინადადებები არ მიუღია“, - განაცხადა სიბიგამ.

როგორც სიბიგამ განაცხადა, საჭიროა ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ დასრულდეს რუსეთის აგრესიული ომი და როგორ იქნას მიღწეული ხანგრძლივი მშვიდობა.

„ხოლო ეს ყველა მანიპულაციური ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც მერე მათ მიერვე ირღვევა, ვინც დააინიცირა, რუსების მიერ, - ეს უხეში დიპლომატიური მანევრის მცდელობაა. და მეორე - ეს პიარ-აქციაა, რომელიც შიდა აუდიტორიისკენაა მიმართული ამ შავბნელობის აღლუმებით“, - განაცხადა სიბიგამ.