რუსებმა ხერსონში მიკროავტობუსს დაარტყეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები
რუსებმა ხერსონში მიკროავტობუსი დრონის გამოყენებით დაბომბეს - ხერსონის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, შვიდი მგზავრი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანა.