WSJ: ირანმა მოთხოვნები შეარბილა - თეირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა

02.05.26 12:37
WSJ: ირანმა მოთხოვნები შეარბილა - თეირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა

ომის დასასრულებლად აშშ-სთან მოლაპარაკებების განახლების მიზნით ირანმა მოთხოვნები შეარბილა - ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის წყაროების ცნობით,ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა, სადაც თეირანი ვაშინგტონს ჰორმუზის სრუტის გახსნის პირობების განხილვას აშშ-ს მხრიდან იერიშების დასრულებისა და ირანის პორტებზე ბლოკადის მოხსნასთან ერთად სთავაზობს.

  • აქამდე თეირანი საზღვაო ბლოკადის მოხსნას მოლაპარაკებების წინაპირობად ასახელებდა.

ასევე, ირანი აშშ-ს სანქციების მოხსნის სანაცვლოდ ბირთვული პროგრამის საკითხის განხილვას სთავაზობს.

წყაროების ინფორმაციით, ირანმა შუამავლებს აცნობა, რომ მზად არის მოლაპარაკებები პაკისტანში უკვე მომავალი კვირის დასაწყისშივე დაიწყოს, თუ აშშ წინადადებას დათანხმდება.