პენტაგონი გერმანიიდან 5000 ამერიკელი სამხედროის გაყვანას გეგმავს
პენტაგონმა განაცხადა, რომ გერმანიიდან 5000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის გაყვანას გეგმავს, რაც აშშ-სა და ევროპას შორის ირანთან დაკავშირებულ საკითხებზე გამწვავებული უთანხმოების ფონზე ხდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ამერიკული მხარის ცნობით, პროცესი 6-დან 12 თვემდე პერიოდში დასრულდება და კონტინგენტი ევროპაში 2022 წლამდე არსებულ დონეს დაუბრუნდება.
გაყვანა შეეხება გერმანიაში განთავსებულ ბრიგადის საბრძოლო ჯგუფს, ხოლო დამატებითი სამხედრო ძალების განთავსება, რომელიც მიმდინარე წელს იგეგმებოდა, აღარ განხორციელდება.
გერმანია ევროპაში აშშ-ის ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო ბაზად რჩება, სადაც დაახლოებით 35 000 სამხედროა დისლოცირებული.