გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მანქანა ხალხში შევარდა - შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა
გერმანიის ქალაქ ლაიფციგში მანქანა ხალხში შევარდა, შედეგად სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
კერძოდ, ადგილობრივი პოლიციის ცნობით, მანქანა ლაიფციგის ცენტრში ქვეითთა ზონაში შევარდა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ლაიფციგის მერის, ბურხარდ იუნგის განცხადებით, საფრთხე აღარ არსებობს - პოლიციამ ავტომობილის მძღოლი ("სავარაუდო დამნაშავე") დააკავა.
პოლიციის თქმით, მძღოლი თავდაპირველად შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა მოგვიანებით დააკავეს - "მძღოლი დააკავეს და ამჟამად საფრთხეს აღარ წარმოადგენს".