რუსეთმა პოლტავას რაკეტებითა და დრონებით დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

05.05.26 10:05
რუსეთმა პოლტავას რაკეტებითა და დრონებით დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ოთხი დაღუპული და 31 დაშავებული - რუსუებმა უკრაინის პოლტავას ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს.

პოლტავას საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი დიაკივნიჩის ცნობით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო ობიექტი დაზიანდა და 3 480 აბონენტი გაზის გარეშე დარჩა. ასევე დაზიანდა სარკინიგზო ინფრასტრუქტურა.

კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში ღამით საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. კიევში თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები