რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში 9 მაისს ყველა მასობრივი ღონისძიება გააუქმა

05.05.26 19:23
რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში 9 მაისს ყველა მასობრივი ღონისძიება გააუქმა

ოკუპირებულ ყირიმში  9 მაისს ყველა მასობრივი ღონისძიება უქმდება.

ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დანიშნული ე.წ. ლიდერი, სერგეი აქსიონოვი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “გადაწყვეტილება უსაფრთხოების მოსაზრებებითაა ნაკარნახევი“.

“წელს ყირიმის რესპუბლიკაში დიდი გამარჯვების დღესთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება. ასევე, არ იქნება ორგანიზებული “უკვდავი პოლკის” მსვლელობა. ხელისუფლების ორგანოების ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მოსაზრებებითაა ნაკარნახევი”, - წერს აქსიონოვი.

მსგავსი სიახლეები