საამიროების ცნობით, ირანმა მათზე დრონებით და რაკეტებით იერიში მიიტანა

06.05.26 10:25
საამიროების ცნობით, ირანმა მათზე დრონებით და რაკეტებით იერიში მიიტანა

საამიროების ცნობით, ირანმა მათზე დრონებით და რაკეტებით იერიში მიიტანა - როგორც საამიროების თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მათ დრონებისა და რაკეტების საფრთხე აქტიურად მოიგერიეს. 

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სისტემები ამჟამად ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით თავდასხმებს იგერიებს. თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ქვეყნის სხვადსხვა ნაწილში გაჟღერებული ხმები არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ ბალისტიკური რაკეტების, მართვადი რაკეტებისა და დრონების ჩამოგდების შედეგია.

საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემები დრონებისა და რაკეტების საფრთხეს აქტიურად იგერიებს". - წერს სამინისტრო.

პარალელურად, ირანული მხარის მტკიცებით, ირანს გასულ დღეებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე დრონებით ან რაკეტებით საჰაერო იერიში არ მიუტანია. ირანის გენშტაბის სპიკერმა საამიროების მხრიდან საპასუხო იერიშის შემთხვევაში "გამანადგურებელი პასუხით" დაიმუქრა. 

მანამდე, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა 4 მაისს სარაკეტო საფრთხესთან დაკავშირებით განგაში გამოსცა

მსგავსი სიახლეები