ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა

07.05.26 14:03
ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ 9 მაისს  რუსეთში დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობას ვერ შეძლებს.

მისი თქმით, ფაქტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტს უკვე აცნობა. ფაშინიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილება 7 ივნისს სომხეთის ეროვნული ასამბლეის არჩევნებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო აგიტაციის გამო მიიღო.

სომხეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება 8 მაისს და გაგრძელდება 5 ივნისამდე.