ზელენსკის ერევანში ვიზიტის გამო მოსკოვმა სომხეთის ელჩი დაიბარა

08.05.26 10:06
ზელენსკის ერევანში ვიზიტის გამო მოსკოვმა სომხეთის ელჩი დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის, ერევანში ვიზიტის შემდეგ სომხეთის ელჩი, გურგენ არსენიანი, დაიბარა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვისთვის „კატეგორიულად მიუღებელია“ სომხეთში უკრაინის პრეზიდენტისთვის „ევროკავშირის ეგიდით გამართული ღონისძიებების ფარგლებში“ პლატფორმის დათმობა. რუსეთის მხარემ ასევე განაცხადა „სამართლიანი აღშფოთების“ შესახებ, რადგან მათი შეფასებით, ოფიციალურ ერევანს ზელენსკის განცხადებებზე სათანადო რეაქცია არ ჰქონია.

რუსული უწყების მტკიცებით, საუბარია „რუსეთის მისამართით გაჟღერებულ ტერორისტულ მუქარებზე“, რომლებიც სომხეთში გამართული ღონისძიებების დროს გაკეთდა.

მოსკოვში ასევე განაცხადეს, რომ სომხეთის ხელისუფლების პოზიცია არ შეესაბამება „რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების პარტნიორულ ხასიათს“.