ზელენსკი: წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე

08.05.26 23:49
ზელენსკი: წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეუძლიათ სახლში დააბრუნონ. 

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის 9, 10 და 11 მაისს ცეცხლი შეწყდება. ამასთან მხარეები ტყვეებს გაცვლიან. 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა "პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის". 

უკრაინის არგუმენტი ყოველთვის იყო ამ ომის ერთ-ერთი საკვანძო ჰუმანიტარული საკითხის მოგვარება - კერძოდ, ომის ტყვეების გათავისუფლება. წითელი მოედანი ნაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე უკრაინელი ტყვეების სიცოცხლე, რომლებიც შეგვიძლია სახლში დავაბრუნოთ.

სწორედ ამიტომ დღეს, ამერიკული მხარის შუამავლობით მოლაპარაკებების პროცესის ჩარჩოში მივიღეთ რუსეთის თანხმობა ტყვეების გაცვლაზე ფორმატში „1000 1000ზე“. ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი უნდა დამყარდეს 9, 10 და 11 მაისს. უკრაინა თანმიმდევრულად მუშაობს თავისი ხალხის რუსული ტყვეობიდან სახლში დასაბრუნებლად. ჩემს გუნდს ინსტრუქცია მივეცი, რომ სწრაფად მოამზადონ ყველაფერი საჭირო გაცვლისთვის.

მადლობას ვუხდი აშშ-ის პრეზიდენტსა და მის გუნდს მათი პროდუქტიული დიპლომატიური ჩართულობისთვის. მოველით, რომ აშშ უზრუნველყოფს რუსული მხარის მიერ ამ შეთანხმებების შესრულებას," - წერს ზელენსკი.