მედია: თურქეთის ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა

16.05.26 16:51
მედია: თურქეთის ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ სამსუნში დრონი ჩამოვარდა - დაზიანებულია სამი სახლი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დრონის ნაწილები ტექნიკური შემოწმებისთვის პოლიციის განყოფილებაში გადაიტანეს.

როგორც მედია იუწყება, პოლიციაში განაცხადეს, რომ დრონის წარმოშობის შესახებ ინფორმაციას გამოძიება დაადგენს. 

მსგავსი სიახლეები