ტრამპი, პუტინი და სი ძინ პინი მომავალ კვირას სამმხრივ შეხვედრას გამართავენ

14.11.26 13:37
ტრამპი, პუტინი და სი ძინ პინი მომავალ კვირას სამმხრივ შეხვედრას გამართავენ

დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინ პინი სამმხრივ შეხვედრას გამართავენ - როიტერსი თეთრ სახლზე დაყრდნობით წერს, რომ სამი ქვეყნის პირველი პირი 19 ნოემბერს გამართავს მოლაპარაკებებს. მ

ლიდერების აუდიენცია აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, ქალაქ შენჭენშია დაგეგმილი.

ეს აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის პრეზიდენტების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება. 

თეთრი სახლი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი შეხვედრაზე ბირთვული იარაღის კონტროლის საკითხს განიხილავს.