ზაპოროჟიეში, რუსული იერიშის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა - მათ შორის 8 ბავშვია
ზაპოროჟიეში, რუსული იერიშის შედეგად, დაშავებულთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა - მედია წერს, რომ დაჭრილებს შორის 8 ბავშვია.
შემთხვევის ადგილას მაშველები ახლაც მუშაობენ. ცნობილია, რომ რუსებმა ხუთსართულიან კორპუსს დრონებით გუშინ დაარტყეს.
პოლიციის ცნობით, ზაპოროჟიეზე ოკუპანტების თავდასხმების შედეგად ორი ადამიანი, მათ შორის 17 წლის ბიჭი დაიღუპა.