ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში იყო, რის გამოც რუსები საწვავის რიგში იდგნენ

13.11.26 10:22
ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში იყო, რის გამოც რუსები საწვავის რიგში იდგნენ

უკრაინული დრონები ისევ რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების თავზე დაფრინავენ - ცეცხლის ალში გაეხვა ვოლგოგრადში მდებარე რუსეთის უმსხვილესი ენერგოგიგანტი ლუკოილი.

დარტყმა განხორციელდა ნავთობის პირველადი გადამუშავების სულ მცირე ორ საკვანძო დანადგარზე. სწორედ ეს ორი დანადგარი უზრუნველყოფს ქარხნის მთლიანი პირველადი სიმძლავრის დაახლოებით 70%-ს. ცეცხლმა მოიცვა საწვავის რეზერვუარების პარკიც. ხალხში პანიკაა, ბენზინგასამართ სადგურებთან კი რიგები. 

მედია წერს, რომ 20-მდე დრონი აფეთქდა კიდევ ერთ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანასთან. სხვადასხვა გათვლებით, ბოლო პერიოდის ამ იერიშებმა რუსეთის მთლიანი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის თითქმის 30 პროცენტი დროებით ან სრულად მწყობრიდან გამოიყვანა, რამაც მოსკოვი მძიმე ენერგოკრიზისის წინაშე დააყენა.