რა შედეგით დასრულდა ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა

12.11.26 22:45
რა შედეგით დასრულდა ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა

რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის მოსკოვში შეხვედრა დასრულდა, რომელზეც მათ აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი შეხვედრის ბოლო რაუნდი განიხილეს - ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს. 

უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდებს ევროპელები შეუერთდებიან - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ქვეყნის დატოვებამდე.

მისივე თქმით, მათ პროგრესს, მიუხეადავად იმისა, რომ ხალხს მათი არ სჯეროდათ და სამმხრივი შეხვედრა განაახლეს.

“ვფიქრობ, რომ პროგრესი მიღწეულია. ვფიქრობ, დღეს ადრე მივაღწიეთ მას. ხალხს არ ეგონა, რომ სამმხრივ შეხვედრებს განვაახლებდით. განვაახლეთ. ახალი შეხვედრა დავნიშნეთ,” - განაცხადა უიტკოფმა.