პუტინი ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ხვდება

12.11.26 16:40
პუტინი ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფს ხვდება.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრას ესწრებიან რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, რუსეთის მომლაპარაკებელთა დელეგაციის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი და ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი.

პუტინმა შეხვედრის დაწყებამდე კუშნერსა და უიტკოფს განუცხადა, რომ მათი მოსკოვში ვიზიტით მოხარულია.