ბრუკლინში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა
ტრაგიკული შემთხვევა ნიუ იორკში - ბრუკლინში საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილ ხალხს ეძებენ.
სამშენებლო ობიექტის გვერდით მდებარე სამ სართულიანი შენობა გუშინ ჩამოინგრა. დაღუპულია მინიმუმ ორი მოქალაქე. დაშავდა ათზე მეტი -მათ შორის ბავშები.
მაშველებმა ნანგრევებიდან ორსული ქალის გამოყვანა შეძლეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
პირველადი ინფრორმაციით, ტერიტორიაზე გათხრები მიმდინარეობდა და ნგრევის მიზეზიც ეს გახდა.