აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკეს

11.11.26 10:04
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა დაბლოკეს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში „რესპუბლიკელებმა“ თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება დაბლოკეს.

კენჭისყრის შედეგად, პალატამ 211 ხმით 204-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა პროცედურულ შუამდგომლობას, რომლის მიხედვითაც იმპიჩმენტის რეზოლუცია განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა, რამაც საკითხის პალატის სხდომაზე პირდაპირი კენჭისყრა ფაქტობრივად შეაჩერა.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჰეგსეთის იმპიჩმენტის მცდელობა „სრული კრახით დასრულდა“.

მსგავსი სიახლეები