საფრანგეთი სუპერმარკეტებზე მასშტაბურ კიბერშეტევაში ირანს ადანაშაულებს
საფრანგეთი ოქტომბერში ქვეყნის სუპერმარკეტებზე განხორციელებულ მასშტაბურ კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას ირანს აკისრებს. საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, თავდასხმის უკან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი დგას.
12 ოქტომბერს ჰაკერებმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კონტროლი მოიპოვეს და ტემპერატურა ზოგიერთ შემთხვევაში 50 გრადუსამდე გაზარდეს. შედეგად, ასეულობით სავაჭრო ობიექტში მილიონობით ევროს ღირებულების პროდუქტი გაფუჭდა.
პარიზის პროკურატურა გამოძიებას ირანთან დაკავშირებული ჰაკერული ჯგუფისა და მისი სავარაუდო ხელმძღვანელების წინააღმდეგ აწარმოებს. საფრანგეთი პასუხისმგებელი პირებისთვის ევროპული სანქციების დაწესებას გეგმავს.
ინციდენტის გამო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩიც დაიბარეს. თეირანს ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.